суббота, 3 апреля 2010 г.

ყველაზე ძვირადღირებული ნახატები








პროექტის მიზანი:   მოსწავლეები შეისწავლიან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ტილოების ისტორიას, ჩაატარებენ კვლევას სოთბის და კრისტის აუქციონებზე გაყიდული ნახატების შესახებ.

პროექტის სრული აღწერა:   მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატების ისტორიას.ჩაატარებენ კვლევას სოთბის და კრისტის აუქციონებზე გამოტანილი ნახატების შესახებ.შეადგენენ სარეიტინგო ცხრილებს. მოიძიებენ ინფორმაციას,რა გზას გადის ნახატი ვიდრე აუქციონზე მოხვდება. მოამზადებენ პრეზენტაციას. შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ ნახატებს, ელექტრონულ წერილებს და ინფორმაციას განხორციელებული პროექტის შესახებ. სკოლაში მოეწყობა აუქციონი.

მონაწილეთა ასაკი:   IX-X კლასი

ვადები/ხანგრძლივობა:   4 თვე/ნებისმიერი 4 თვე სასწავლო წლის დასრულებამდე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები შეაგროვებენ თანატოლთა ნახატებს, მოიწვევენ მშობლებს და მოაწყობენ აუქციონს.შემოსული თანხით დაეხმარებიან დევნილ ბავშვებს. სკოლაში მოეწყობა ლექცია–პრეზენტაცია,მოიწვევენ VII-X კლასის მოსწავლეებს,მასწავლებლებს. მოეწყობა დისკუსიები შემდეგ თემებზე: რატომ არის პიკასო ყველაზე გაყიდვადი მხატვარი?

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:   პრეზენტაციისთვის შექმნიან სლაიდშოუს. შექმნიან ბლოგს სადაც განათავსებენ ნახატებს, წერილებს, სოთბის და კრისტის აუქციონების 2009–2010 წლების სარეიტინგო ცხრილებს.

სარგებელი სხვებისთვის:   ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეები დაესწრებიან პრეზენტაციას.ეწვევიან ბლოგს, დატოვებენ კომენტარებს და გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს.

სამუშაო ენა:   ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:   ინგლისური ენა, რუსული ენა– თარგმნიან ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას.

პროექტის ფასილიტატორი:        თეა კასრაძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:    kasradze.tea@gmail.com

ჩემი პორტფოლიო:                   პლაკატი